აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ცხაკაია (1930-1998)

ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სამედიცინო ბიოლოგიური მეცნიერების აკადემიის წევრი. 1954–1958წწ. მუშაობდა ბორჯომის რაისაავადმყოფოს ქირურგად; 1958–1961წწ. იყო ქ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1962–1963წწ. – იმავე კათედრის ასისტენტი; 1963–1974წწ. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ქირურგიის კათედრის ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად. 1983 წელს ცხაკაიამ თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე დააარსა ღვიძლის, ნაღვლის გზებისა და პანკრეასის ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრი რომლის ხელმძღვანელიც იყო სიცოცხლის ბოლომდე. 1989–1998წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ქირურგიის N2 კათედრის გამგე. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.