აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შოთა შავგულიძე (1915-1963)

ფეხბურთელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი. კარიერა დაიწყო 1927 წელს თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდში. მთავარ გუნდში თამაშობდა 1931 დან 1940 წლამდე. 1936–1940 წლებში იყო „დინამოს“ კაპიტანი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩაატარა 85 მატჩი. არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის მეორე (1939, 1940) და ერთგზის მესამე ადგილოსანი (1936). საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი: 1936, 1937. საქართველოს და ამიერკავკასიის ნაკრები გუნდების მოთამაშე — 1933–1939. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში (1932, 1935), სადაც 6 მატჩი ჩაატარა. ამიერკავკასიის ჩემპიონი: 1934, 1935. ამიერკავკასიის ნაკრებთან ერთად იყო სკანდინავიაში 1935 წელს. 1937 წელს ჩაატარა 3 მატჩი ბასკეთის ნაკრებთან ერთად. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.