აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე მაისურაძე (1894-1931)

მუსიკოსი, ლოტბარი. მღეროდა ზ. ფალიაშვილის გუნდში; 1916 წელს დაიწყო სწავლა ქართული ფილარმონიული საზოგადოების სკოლაში, საგუნდო სიმღერისა და მუსიკის თეორიის კლასში, პედაგოგი ზ. ფალიაშვილი; 1918 წელს ჩამოაყალიბა მუშა-მოსამსახურეთა გუნდი და მართავდა კონცერტებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და დაბებში; 1928-1930წწ. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში; მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, სადაც ჩაწერა მრავალი ქართული ხალხური სიმღერა; აქვეყნებდა სტატიებს ქართული ხალხური მუსიკის შესახებ; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სასწავლებლებში სიმღერის მასწავლებლად; ასევე ეწეოდა საკომპოზიტორო მოღვაწეობასაც. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლ;აოზე.