აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ლერი ლაგურაშვილი (1976-2008)

ექიმი, სამედიცინო სამსახურის კაპიტანი. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. 2002 წელს ლერი ლაგურაშვილმა სამედიცინო უნივე­რსიტეტი დაამთავრა და საჩხერის სამთო მსროლელთა ბატალიონის მთავარი ექიმი გახდა. ეს ბატალიონი შემ­დეგ ქუთაისში გადავიდა, 2005 წელს ერაყში წავიდნენ. პირველად ბარძაყში დაჭრილა. დაბომბვა გრძელდებოდა და ლერი თვითონ იხვევდა ჭრილობას, ჭრილობა შეიხვია და სამედიცინო მანქანისკენ წავიდა, რაციით სასწრაფო რომ გამოეძახა, აიღო რაცია და თავიდან დაიწყო დაბომბვა… დაიჭრა კეფაში, გულმკერდის არეში, უამრავი ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ თავისი ფეხით ჩამოვიდა გორის ჰოსპიტალში, თან დაჭრილები ჩამოიყვანა. ჰოსპიტალში დაკარგა გონი, გაითიშა. თავზე რთული ოპერაცია იყო ჩასატარებელი და თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. რთული ოპერაცია ჩაუტარეს. მეთორმეტე დღეს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე.