აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვიქტორ (ბუცა) ჯორბენაძე (1924-1999)

არქიტექტორი. 1947 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“. 1980-იან წლებში მუშაობდა როგორც დამოუკიდებელი არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრები: სასაფლაო კომპლექსი და პანთეონი საქართველოს საზოგადო მოღვაწეებისთვის მუხათგვერდში, რიტუალების სასახლე ბოჭორმის ქუჩაზე (1985, არქიტექტორ ვაჟა ორბელაძესთან ერთად), სასტუმრო „ხიბლი“ კ. გამსახურდიას პროსპექტზე (1985), პროფკავშირების საერთო საცხოვრებელი ვაკე-საბურთალოს რაიონში (1986), ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ყვარელში (1979, არქიტექტორ ქეთა კობახიძესთან ერთად), სასტუმრო ონში და სხვა. მნიშვნელოვანი ნამუშევარია თბილისის ქორწინების სახლი. აქვს სამეცნიერო გამოკვლევა ჯვრის პროპორციებზე. არის მრავალი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული. მისი ინიციატივით და სახსრებით ჩამოყალიბდა მუზეუმი „ქალაქური ინტერიერის მუზეუმი XIX საუკუნისა“ ყოფილ რუისის ქუჩაზე, რომელსაც ახლა ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩა ქვია. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.