აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიტროპოლიტი კალისტრატე (1938-2018)

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი 1983 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 20 ივნისამდე. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 7 აპრილს აკურთხეს დიაკვნად და უმოკლეს დროში დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად.2 აგვისტოს აკურთხეს მღვდელ-მონაზვნად. შემდეგ აიყვანეს იღუმენის ხარისხში. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, 25 დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად და დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. 1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში. მეუფე კალისტრატეს მიერ საქართველოში აღდგენილია ხუთი ეპარქია. დაკრძალულია მის მიერვე აღდგენილ ბაგრატის ტაძარში. საფლავის ფოტო აღებულია პროფესორ სერგი ვარდოსანიძის გვერდიდან.