აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კლარა კვეესი (1903-1990)

მხატვარი. ქართული მოდერნისტული მხატვრობის წარმომადგენელი. 1921 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. 1930-1934წწ. მუშაობდა რუსულ მოზარდმაყურებელთა თეატრში (ТЮЗ) სოლიკო ვირსალაძესთან ერთად, სადაც გააფორმა სპექტაკლები: 1939-1970წწ. მუშაობდა მხატვრად ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; პერსონალური გამოფენა შესდგა 1982 წელს მხატვართა სახლში; 1997 წელს კი უკვე მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მოეწყო გამოფენა "კავკასიურ სახლში". ნამუშევრები დაცულია მხატვრის ოჯახში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის არქივებში, საქართველოს კერძო კოლექციებში. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.