აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ გუჯაბიძე (1929-2015)

გენერალ–მაიორი, ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსი. დაამთავრა თბილისის ქვეითი ჯარების სასწავლებელი 1950 წელს; ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1965 წელს; ვოროშილოვის სახელობის სსრკ შეიარაღებული გენშტაბის სამხედრო აკადემია 1973 წელს. ეკავა სამეთაურო თანამდებობები სსრკ შეიარაღებულ ძალებში; 1973-1979 წწ. იყო ოდესის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი დივიზიის მეთაური; 1978-1982 წწ. ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის მოადგილე; 1982-1984 წწ. მთავარი სამხედრო მრჩეველი ავღანეთში; 1992-2002 წწ. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.