აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ მოსეშვილი (1913-1987)

საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1930-1932წწ. მსახიობად მუშაობდა თბილისის მუშა-ახალგაზრდობის და 1936-1956წწ. თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის თეატრებში. იყო ქართული საოპერო თეატრისა და ესტრადის პოპულარული მსახიობი. გამოირჩეოდა ხალასი ნიჭით, მუსიკალობით, სცენური სიმართლით, უშუალობით. უხვად იყო დაჯილდოებული იუმორის გრძნობით, იმპროვიზაციის ნიჭით და არაჩვეულებრივი აქტიორული მომხიბვლელობით. 1956 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში მოღვაწეობდა. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.