აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დურსუნ ბალაძე (1930-2004)

მათემატიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1978-1991). 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ ზოგადი მათემატიკის კათედრის პროფესორი (1972-1978), 1991-იდან ბათუმის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის გამგე. ძირითადი შრომები ეხება ტოპოლოგიურ სივრცეთა ჰომოლოგიის თეორიის საკითხებს. შემოიღო კოეფივიენტის ჯგუფთა წყვილის მიმართ აღებული ჰომოლოგიები (კოჰომოლოგიები); განიხილა პარამეტრიანი ჰომოლოგიები (სადაც პარამეტრი რომელიმე ნებისმიერი კომპლექსია); შეისწავლა ნებისმიერი კომპლექსის ჰომოლოგიების (კოჰომოლოგიების) აპროქსიმაცია მისი სასრული კომპლექსების ჰომოლოგიებით (კოჰომოლოგიებით). იყო აჭარის ასრრ X და XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.