აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვახტანგ ჯაოშვილი (1914-1997)

ეკონომ-გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1978). ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურს მოსახლეობის გეოგრაფიაში. მისი ნაშრომები ეძღვნება ეკონომიკურ გეოგრაფიას, მოსახლეობის და განსახლების გეოგრაფიას და ქალაქთმცოდნეობის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.