აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პეტრე ხარისჭირაშვილი (1804-1892)

აბატი პეტრა. ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სტამბოლის ქართული მონასტრის დამაარსებელი. ევროპაში გაემგზავრა და ალექსანდრეპოლის სემინარიაში განაგრძო სწავლა, ბოლოს რომის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 1842 წელს ახალციხეში მღვდლად აკურთხეს, მრავალი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გამო იძულებული გახდა 1856 წელს უცხოეთში წასულიყო, 1859 წელს ნება დართეს სტამბოლში შეექმნა ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაცია — ქართული ენითა და ტიპიკონით. 1861 წელს კი სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფერიქოიში პეტრე ხარისჭირაშვილმა ქართველ კათოლიკეთა სავანე — ეკლესია, დედათა და მამათა მონასტრები დააფუძნა. პეტრე ხარისჭირაშვილი რვა ენას ფლობდა, 1870 წლისათვის მისი შრომის შედეგად მონასტერში უკვე მუშაობდა ქართული სტამბა. პეტრე ხარისჭირაშვილი მონასტრისავე ეზოშია დაკრძალული. 

საფლავის ფოტო გადაიღო და მოგვაწოდა ბატონმა ზაზა შაშიკაძემ, რისთვისაც ვუხდით უღრმეს მადლობას.