აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იოსებ გედევანიშვილი (1872-1939)

პოლიტიკოსი, დრამატურგი, მწერალი, პუბლიცისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, გენერალი. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და პავლოვსკის სამხედრო სასწავლებელი. შემდგომ სწავლობდა რუსეთის იმპერიის გენშტაბის აკადემიაში. 1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი. 1905-07 წლების რევოლუციაში მონაწილეობისთვის კაპიტნის წოდებით დათხოვნილ იქნა არმიიდან. ამის შემდეგ ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და რევოლუციურ საქმიანობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ამიერკავკასიის დფრ-სა და საქართველოს დრ-ის არმიების შექმნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის დასაწყისიდან იყო ფედერალისტთა ბათუმის პარტიზანული რაზმის მეთაური. 1918 წლის აგვისტოდან დაინიშნა საქართველოს სამხედრო სამინისტროს სარეთო განყოფილების უფროსად. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო დამფუძნებელი კრების წევრად. 1919 წლის დასაწყისიდან იყო აფხაზეთის და შავი ზღვისპირეთის ქართული გარნიზონის სარდალი. 1920 წლის ბოლოდან ინიშნება ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდლად. 1920 წლის 4 დეკემბრიდან დაინიშნა სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად. ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. 1924 წლიდან გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1926-1928 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი; 1928-1929 წლებში ამიერკავკასიის რადიოგადაცემათა რწმუნებული; 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ არქივში; 1910 წლიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო სარბიელზე. იოსებ გედევანიშვილი გარდაიცვალა 1939 წლის 24 დეკემბერს, მცხეთაში. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში.