აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ოთარ ქორქია (1923-2005)

კალათბურთელი (190 სმ). სსრკ (1950) და საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1967). სკკპ წევრი 1953 წლიდან. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი.[1] იყო სსრკ ნაკრების წევრი (1947–1955) და მისი კაპიტანი (1953–1955). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (1947, 1951, 1953) და მესამე პრიზიორი (1955), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1950, 1953, 1954), მეორე (1947) და ორგზის მესამე (1948, 1952) პრიზიორი, სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1949, 1950), სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე (1952), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ორგზის (1949, 1951), ახალგაზრდობის I საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1953) ჩემპიონი. სსრკ ახალგაზრდული ნაკრების (1958-1962), თბილისის „დინამოს“ (1962–1967), კამბოჯის ქალთა და კაცთა ეროვნული გუნდების (1968-1970) მთავარი მწვრთნელი. თამაში დაიწყო ქუთაისის „დინამოში“, (1943), 1946 წლიდან გადავიდა თბილისის „დინამოში“. 1962 წელს ოთარ ქორქიას ხელმძღვნაელობით თბილისის „დინამო“ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. ითვლებოდა სსრკ და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად. წლების მანძილზე სსრკ ნაკრების ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.