აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ომარ ფხაკაძე (1944-1993)

სპორტსმენი (ველოსპორტი, ტრეკი, სპრინტი), სპორტის ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი. საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი. იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი სპორტულ რბოლაში (1965), მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა (1969) და ბრინჯაოს მედალოსანი (1966), ასევე — საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის მფლობელი, მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1964 წლის ტოკიოს და 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადების მონაწილე. სსრკ ათგზის ჩემპიონი, ორგზის მეორე (1965, 67) და მესამე (1968) პრიზიორი, სსრკ თასის ოთხზის მფლობელი (1963-65, 69). ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი. 1979 წლიდან იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სპრინტერთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი. 1965 წელს დასახელდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად. საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986-93). სპორტის დამსახურებული ოსტატი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. 1987 წელს მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ხარება და გოგია“. დაკრძალულია თბილისში. საბურთალოს სასაფლაოზე. მისი საფლავი ველოტრეკს გადაჰყურებს.