აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სერგო კოტრიკაძე (1936-2011)

ფეხბურთელი, მეკარე. თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1955–1968, 1970) და ქუთაისის „ტორპედოში“ (1968–1969). ასევე გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში. სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 260 მატჩი. თბილისის „დინამოს“ რიგებში გახდა სსრკ ჩემპიონი (1964), სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, 1962, 1967), სსრკ-ის თასის ფინალისტი (1960). სსრკ წლის საუკეთესო მეკარე და ჟურნალ „ოგონიოკის“ პრიზიორი (1962). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). ღირსების ორდენის კავალერი. გარდაიცვალა 2011 წლის 3 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, გულის შეტევით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.