გიორგი (გულო) რცხილაძე (1909-1969)
სპორტსმენი(ტანმოვარჯიშე), სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი. სსრკ სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1953-1968). დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწის ვასილ რცხილაძის ოჯახში. მუსიკის ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა ხდება თბილისის კონსერვატორიის სტუდენტი, მაგრამ ჭაბუკი გაიტაცა ტანვარჯიშმა. ამ დროიდან მისი ცხოვრების საქმედ იქცა ტანვარჯიში და სპორტულ-ფიზკულტურული მოძრაობა. გიორგი რცხილაძე იყო ჩვენში სპორტული მოძრაობის ცნობილი საზოგადოების შევარდენის ერთ-ერთი მესვეურის, ცნობილი ტანმოვარჯიშის გიორგი ეგნატაშვილის მოწაფე და მიმდევარი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მამა - ვასილ რცხილაძე