აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სიმონ კლდიაშვილი (1865-1920)

არქიტექტორი. 1895 წელს დაამთავრა ფერწერის, ქანდაკების და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი მოსკოვში. 1896–99 წლებში ქალაქის არქიტექტორად მუშაობდა სოხუმში. 1899 წელს შეადგინა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის (ქართული გიმნაზიის – ახლანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი) შენობის პროექტი და 1906 წლამდე ხელმძღვანელობდა მის მშენებლობას. 1902 წელს კაპიტალურად გადააკეთა და ახლანდელი ფასადით შეამკო ქობულაშვილების სახლი ა. გრიბოედოვის ქუჩაზე (ახლანდელი თბილისის სამხატვრო აკადემია). ააშენა მრავალი საცხოვრებელი სახლი. კლდიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართულ კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1902 წელს ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად იმოგზაურა ისტორიული საქართველოს სამხრეთ რეგიონებში. აზომა 20–მდე ძეგლი, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პანთეონში მის გვერდით დასაფლავებულია მისი და — ნინო (ნუცა) გრიგოლის ასული კლდიაშვილი (დ. 1869 — გ. 4 აპრილი, 1942, თბილისი) და შვილიშვილი დავით (დოდო) აბაშიძე.