აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი თავზიშვილი (1902-1963)

პედაგოგი, მეცნიერი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961). 1922 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების, ფაკულტეტზე, მაგრამ მალე გადავიდა მოსკოვის პირველ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ იქვე დარჩა და მუშაობდა დოცენტად. ამასთანავე ეწეოდა ფრიად ნაყოფიერ ლიტერატურულ საქმიანობას. ქართული მწერლობისა და თეატრის საკითხებზე ბეჭდავდა სტატიებს რუსულ და ევროპულ ენებზეც. 1930 წელს გ. თავზიშვილს ნიშნავენ თბილისის უნივერსიტეტის პრორექტორად სასწავლო ნაწილში, 1933–1938 წლებში. სათავეში უდგას პედაგოგიკის კვლევით ინსტიტუტს, ხოლო 1938–1958 წლებში თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის გამგეა. გიორგი თავზიშვილმა 70-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი მიუძღვნა პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიის საკითხებს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.