აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რუსუდან გვერდწითელი–ლორთქიფანიძე (1909-1994)

არქიტექტორ-რესტავრატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). 1936 წელს ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ექვსი ათეული წელი ემსახურა ქართული კულტურის ისტორიული ძეგლების შესწავლისა და რესტავრაციის საქმეს. მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით შესრულებული პროექტების საფუძველზე, აღდგენილ იქნა ვარძიის სამრეკლოს, ანანურის ციხის, გორის ციხის, გერგეტის სამების, ბზიფის ციხისა და ეკლესიის, ანჩისხატის ბაზილიკის, როსტომ მეფის სასახლის აბანოს, ბოლნისის სიონის და მრავალი სხვა საეკლესიო არქიტექტურული ძეგლები, სასახლეები და ციხესიმაგრეები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დაკრძალულია მეუღლე - არქიტექტორი ბეჟან ლორთქიფანიძე.