აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ მამულაშვილი (1873-1973)

მებაღე-დეკორატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სწავლობდა პიატიგორსკის პროგიმნაზიაში (1882), შემდეგ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში. 1890 წელს დაამთავრა თბილისის საბაღოსნო სასწავლებელი. 1890-1898 წწ. მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის ბაღში (ახლანდელ მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის ბაღი). 1907 წელს ი. წინამძღვრიშვილის ინიციატივით თბილისში გახსნა ყვავილების სალონი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საშუალება მიეცა საბაღოსნო საქმის ერთ-ერთი პოპულარიზატორი გამხდარიყო. დიდია მისი ღვაწლი მრავალი ველური ყვავილის გაკულტურებაში. მას სახელი გაუთქვა ორიგინალური სტილის მხატვრულმა კომპოზიციებმა. სისტემატურად მონაწილეობდა ყვავილების რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. მამულაშვილის მცხეთის ბაღში (საფუძველი ჩაეყარა 1893) დაცულია მისი მხატვრული კომპოზიციები და კაბინეტ-მუზეუმები. დაკრძალულია ბაღის ეზოში.