აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნინიკო (ნინო) ჩხეიძე (1919-2018)

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (2000). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1943 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. იგი განსაკუთრებულად კარგად ასრულებდა ეპიზოდურ როლებს. მას ნათამაშები აქ 150-ამდე როლი, 1998 წელს დაწერა ბიოგრაფიული წიგნი — „უშანგი“, რომელიც მის ძმას უშანგი ჩხეიძეს მიუძღვნა. 1990 წელს მიიღო საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 2000 წელს კი ღირსების ორდენი. გარდაიცვალა 2018 წლის 2 ივლისს თბილისში, 99 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ძმის, უშანგი ჩხეიძის ყოფილ საფლავში.