აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ქართველიშვილი (1872-1922)

მუსიკალური მოღვაწე. ნიკოლოზმა მუსიკალური განათლება მიიღო პარიზის კონსერვატორიაში, თუმცა თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ერთხანს სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პარიზიდან ქართველიშვილი დაბრუნდა თბილისში და მთლიანად მიეცა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. კერძოდ, თავისი ხარჯით შეადგინა ახალგაზრდობისაგან გუნდი, რომელიც კონცერტებს მართავდა საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვადასხვა ქალაქებში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული დრამატულ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ მისი დირიჟორობით დაიდგა კომპოზიტორ გოგნიაშვილის პირველი ქართული ოპერა „ქრისტინე“. 1920-1921 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კომისარი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.