აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მალხაზ სიორიძე (1957-2011)

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1984-1986 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1986 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 2001 წელს - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2004-2008 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2007 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.