აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სანდრო მრევლიშვილი ( 1941-2019)

რეჟისორი, დრამატურგი, პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1958 წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1959 წელს სწავლა განაგრძო ლენინგრადის თეატრალურ ინსტიტუტში (რომელიც 1963 წლიდან გახდა თეატრის, მუსიკის და კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, 1963 წელს დაასრულა სარეჟისორო ფაკულტეტი, ტოვსტონოგოვის სახელოსნო. 1963-1966 წლებში დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1966-1973 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1973 წელს დააარსა სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მეტეხის თეატრი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 1994 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში. 2004 წელს რეჟისორის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“. დაკრძალულია თბილისში, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.