აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ქეთევან იაშვილი (1883-1980)

მხატვარი, კოლექციონერი. ბავშვობა და ახალგაზრდობა თელავში გაატარა. წლების მანძილზე აგროვებდა ფერწერულ ტილოებს და ბოლოს იგი გახდა ბრწყინვალე კოლექციის მფლობელი, რომელიც უსასყიდლოდ გადმოსცა თავის მშობლიურ ქალაქს. მას თბილისში თავის ბინაში კოსმეტოლოგიური კაბინეტი ჰქონდა გახსნილი და იქ მუშაობის პერიოდში მოგროვებული დანაზოგით იძენდა უნიკალურ ნივთებს. 1963 წელს ის გახდა თელავის საპატიო მოქალაქე. იაშვილი 1980 წელს თბილისში, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თავისი ანდერძის თანახმად, დაკრძალულია თელავის მუზეუმის ეზოში.