აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შალვა მაღლაკელიძე (1893-1976)

პოლიტიკოსი, იურისტი და სამხედრო მოღვაწე, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური. 1919 წელს დაინიშნა ტფილისის გენერალ-გუბერნატორად, შემდეგ კი აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორი 1941 წლიდან, პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე გერმანულ არმიაში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.1944 წელს, დაბადების 50 წლისთავზე, შალვა მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე შალვა მაღლაკელიძე თავმჯდომარეობდა გენერალ ვლასოვის არმიის კომიტეტში შემავალ "კავკასიის კომიტეტს". ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა ამერიკელებს მაღლაკელიძის, გადაცემა მოსთხოვა. 1953 წლის დასაწყისში შალვა მაღლაკელიძე დასავლეთ გერმანიაში ჩავიდა და კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩეველი გახდა. 1954 წლის 1 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძეც ძალდატანებით გადაიყვანეს აღმოსავლეთ გერმანიაში. ოჯახთან ერთად ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, შემდეგ საიდუმლოდ, გადმოიყვანეს თბილისში. რამდენიმეჯერ დაჰკითხეს სუკ-ში, ავალებდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტებისთვის აგიტაცია გაეწია და საქართველოში ჩამოეყვანა. შემდეგ, ხრუშჩოვის "ლიბერალიზაცია" მასაც შეეხო და თანდათანობით, სპეციალობით სამსახურის დაწყებისა და პასპორტში თავისი ვინაობის ჩაწერის ნება დართეს, მუშაობდა ადვოკატად. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. ველოტრეკის მარჯვენა მხარეს.