აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კარლო ინასარიძე (1919-2007)

მწერალი, ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე. კარლო ინასარიძემ 1937 წელს დაამთავრა ლანჩხუთის საშუალო სკოლა და იმავე წელს შევიდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში. 21 წლის ახალგაზრდა 1940 წლის 7 მაისს, როდესაც ის მესამე კურსის სტუდენტი იყო, „წითელ არმიაში“ გაიწვიეს. ერთი წლის შემდეგ კი ტყვედ ჩავარდა, და ახალ შექმნილ „ქართულ ლეგიონში“ ჩაერთო. ომის დასრულების შემდეგ მიუნხენში განაგრძო კინოს, თეატრისა და ფილოსოფიის შესწავლა, მოგვიანებით მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხიც. დისერტაცია იურისპუდენციაში დაიცვა 1951 წელს მიუნხენში, რომელიც რუსეთ-საქართველოს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს ეძღვნებოდა. აქტიურად თანამშრომლობდა რადიო „თავისუფლების“ ქართულ რედაქციაში, აღნიშნული რადიოსადგურის საშუალებით იგი „თაბოროძის“ ფსევდონიმით ათეული წლის განმავლობაში ესაუბრებოდა საქართველოს. 1963-დან 1984 წლამდე კი თავად ხელმძღვანელობდა „თავისუფლების“ ქართულ რედაქციას. იყო ემიგრაციაში მოქმედი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის, ნაყოფიერი საქველმოქმედო მოღვაწეობისა და საეკლესიო მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, კარლო ინასარიძეს 1996 წელს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. კარლო ინასარიძე გარდაიცვალა 2007 წლის 24 ივლისს 88 წლის ასაკში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.