აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

თეიმურაზ კაკულია (1947-2006)

ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი 91-ე ჩოგანი. დიდი სლემის ტურნირებზე ერთეულთა თანრიგში კაკულიას საუკეთესო მიღწევა აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში გასვლა იყო, ხოლო წყვილებში იგი ალექსანდრე მეტრეველთან ერთად ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა 1973 წელს. ერთეულთა რეიტინგში კაკულიას უმაღლესი პოზიცია იყო 91-ე, 1975 წელს. მისი სხვა მიღწევებიდან აღსანიშნავია ევროპის ოთხგზის ჩემპიონობა მოყვარულთა შორის, სსრკ-ს 6 ჩემპიონის ტიტული (ალექსანდრე მეტრეველთან ერთად წყვილთა თანრიგში 1972–76 წლებში და შერეულ წყვილებში მარინა ჩუვირინასთან ერთად 1969 წელს). კაკულია 3-ჯერ გახდა სსრკ-ს თასის გამარჯვებული 1972, 1975 და 1976 წლებში. იგი 11 წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ-ს საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ათეულში. მონაწილეობას იღებდა დეივისის თასზე სსრკ-ს ნაკრებში. კაკულია იყო სსრკ-ს სპორტის დამსახურებული ოსტატი (1977) და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. წლების განმავლობაში იყო ლეილა მესხის პირადი მწვრთნელი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.