აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჯანრი კაშია (1939-2012)

ფილოსოფოსი, მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გასული საუკუნის 70–იანი წლების ბოლოს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც დისიდენტურ ჯგუფებს დაუკავშირდა და საბჭოთა კავშირიდან გააღწია. 1982 წელს მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში. 1982-1983 წწ. პარიზში მუშაობდა რედაქტორად. 1983-1984 წწ. რადიო „თავისუფლების" (მიუნხენი) ჟურნალისტია, შემდგომ ქართული რედაქციის უფროსი და მთავარი რედაქტორი. 1983 წლიდან – ქართულ-ევროპული ინსტიტუტის (საქართველოს, კავკასიისა და ევრაზიის ცივილიზაციის კვლევის ცენტრი), დამაარსებელი და დირექტორი. 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის ჟურნალ „ივერიის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის დამაარსებელი. 1984 წელს, ასევე, მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დალავერისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებში. 1984-86 წლებში მიწვეული პროფესორი იყო მიუნხენში. საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში ჯანრი კაშია დაუახლოვდა სალომე ზურაბიშვილს. 1986 წლიდან საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. ამ პერიოდში „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციაში მიწვეულ კონსულტანტად (ვაშინგტონი) მუშაობდა. საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, 1987-1992 წწ. იგი რადიო „თავისუფლების" ქართული რედაქციის ოფიციალური კორესპონდენტია პარიზში. 1992 წელს ჯანრი კაშია საფრანგეთის მოქალაქე გახდა. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.