აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) (1926-1991)

1978 წლის 20 ოქტომბერს გრიგოლ ჭკადუა მცხეთის სამთავროს მონასტერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დავითი, 15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. 1980 წლის 14 ოქტომბერს მეუფე დავითი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1981 წლის 8 სექტემბერს მეუფე დავითი გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. 1984 წლიდან იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელია. 1992 წლის 7 ოქტომბერს მიტროპოლიტი დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა, განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.