აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიტროპოლიტი რომანოზი (1887-1979)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი, მიტროპოლიტი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1949 წელს თავი დაანება სამოქალაქო სამსახურს და განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს, რომ სურვილი ჰქონდა, ემსახურა საქართველოს ეკლესიაში. 1965 წელს აკურთხეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1967 წლის 28 აგვისტოდან 1971 წლამდე განაგებდა ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებს. 1971 წლის 7 ოქტომბერს დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. 1972 წლის 8 აპრილს მიენიჭა მიტროპოლიტობა, 1973 წლის 12 ოქტომბერს დაჯილდოვდა მეორე პანაღიით. 1977 წლის 9 ნოემბერს, მიტროპოლიტმა რომანოზმა, როგორც უხუცესმა (90 წლის) და უპირატესმა მღვდელთმთავარმა, მოითხოვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობა. სინოდის წევრთა უმრავლესობამ მოსაყდრედ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). გარდაიცვალა 92 წლის ასაკში 1979 წლის მარტს. 25 მარტს განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მისივე გადაწყვეტილებით მიტროპოლიტი რომანოზი დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის გალავანში.