აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიტროპოლიტი კონსტანტინე - დიმიტრი მელიქიძე (1925-2000)

მარგვეთის ეპარქიის წინამძღვარი. დაამთავრა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმი 1946 წელს; 1966 წელს თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მეტყევე-ინჟინრის კვალიფიკაციით. 1972 წელს აკურთხეს დიაკვნად, 1973 წელს მღვდლად და დაინიშნა რუის-ურბნისის ეპარქიის ატოცის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად; 1974-1978წწ. მსახურობდა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინამძღვრად; 1978 წელს იგი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად კონსტანტინე, აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და 1978 წელს გამორჩეულ იქნა ურბნისის ეპარქიის ეპისკოპოსად; 1979 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების თავმჯდომარედ; 1980 წელს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1995-2000წწ. მიტროპოლიტი კონსტანტინე განაგებდა მარგვეთის ეპარქიას. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.