აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიტროპოლიტი გაიოზი (ბიძინა კერატიშვილი) (1945,-2016)

წილკნელ-ურბნელი მიტროპოლიტი. 1971 წლის 14 დეკემბერს ეფრემ II-მ ბიძინა კერატიშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად გაიოზი. 1972 წლის 24 მარტს წილკნელ ეპისკოპოსად გამოარჩიეს. 1972 წლის 26 მარტიდან წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1973 წლიდან გაიოზი ადგენდა და გამოსაცემად ამზადებდა საქართველოს ეკლესიის კალენდარს, 1977 წლის 4 ივნისს, დავით V-მ ეპისკოპოსი გაიოზი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. 1978 წლის 25 მაისს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებმა მიტროპოლიტი გაიოზი დააპატიმრეს საეკლესიო ქონების მითვისების ბრალდებით. 1979 წლის სინოდის განჩინებით ჩამოერთვა მღვდელმთავრის ხარისხი. გასამართლების შემდეგ სასჯელის მოსახდელად გააგზავნეს დაღესტანში, საიდანაც გაათავისუფლეს 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ. მიტროპოლიტი გაიოზი იმყოფებოდა საპატრიარქო პენსიაზე. გარდაიცვალა 2016 წლის 19 მარტს, დაკრძალეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საკათედრო ტაძრის ეზოში