აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიტროპოლიტი თადეოზი (1946-2015)

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მღვდელმთავარი. 2013 წლის ოქტომბრიდან ტიტულარული ეპისკოპოსი (ეპისკოპოსი ეპარქიის გარეშე) მარაბდელი მიტროპოლიტის წოდებით. 1977 წლის 7 აპრილიდან დიაკვნად დაასხეს ხელი, 1 მაისიდან კი მღვდელმონაზვნად აკურთხეს. იმავე წლის 1 ივნისიდან დაინიშნა ალავერდის საკათედრო ტაძრის მღვდლად. 1979 აკურთხეს წილკნის ეპისკოპოსად, 1982 წელს კი აგარაკ-წალკის ეპარქია ჩაბარდა. 1984 მანგლელი მთავარეპისკოპოსი იყო 1993 წლამდე, შემდეგ კი, 1995 წელს, ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი. 1995 წლიდან 2003 წლამდე ბოლნისისა და დმანისის ეპარქიას ედგა სათავეში. 2003 წლიდან ბოლნისის მთავარეპისკოპოსი გახდა. 2005 წლიდან კი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი. 2010 წლის 2 აგვისტოს ებოძა მიტროპოლიტის ხარისხი. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2015 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალულია სიონის ტაძრის ეზოში.