აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) (1874-1929)

წარმოშობით ოსი. დედა ჰყავდა ქართველი. 1910 წელს მამა იოანემ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1914 წელს დიპლომის დაცვის გარეშე დაამთავრა. 1914 წლის 2 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1915 წლის 29 აგვისტოს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1919 წლის 1 სექტემბერს არქიმანდრიტი იოანე ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა. 1921 წლის შემოდგომაზე ცხუმ-აფხაზეთის სამღვდელოების საოლქო კრებებზე არქიმანდრიტი იოანე აფხაზეთის ეპისკოპოსად აირჩიეს. 1929 წლის 13 ნოემბერს მიტროპოლიტი იოანე ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს. 17 ნოემბერს მიტროპოლიტს წესი აუგო და პანაშვიდი გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. იგი სიონის ტაძრის ეზოში, სამხრეთის მხარეს დაკრძალეს.