აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი) (1948-1998)

1973 წლის 26 ოატომბერს მიტროპოლიტმა რომანოზმა აკურთხა ფოთის ეკლესიაში იეროდიაკვნად, 25 ნოემბერს ბათუმის ეკლესიაში - მღვდელმონაზონად. 1975 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1976 წელს არქიმანდრიტის ხარისხში. 1978 წლის 24 თებერვალს არქიმანდრიტი იოანე გამორჩეულ იქნა ჭყონდიდელ ეპისკოპოსად. 25 თებერვალს მოხდა მისი კურთხევა, რომელიც შეასრულა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. 1979 წელს იგი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და შეთავსებით დაინიშნა ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიის მმართველად. მთავარეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი დაპატიმრებულ და გასამართლებულ იქნა 1983 წლის დასაწყისში. მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა... 90-იანი წლებიდან ითხოვდა მღვდელმთავრის ხარისხში აღდგენას... გარდაიცვალა 1998 წლის 31 ივლისს. მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 4 აგვისტოს დაიკრძალა სამთავროს დედათა მონასტრის გალავანში.