აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ეპისკოპოსი იეროთეოზი (აივაზაშვილი) (1862-1942)

კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 1888 წლის 14 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის ეკლესიაში, 1889 წლის 24 აპრილს ხელდასხმულ იქნა მღვდლად თელავის მაზრის სოფელ შილდაში. 1889-1890 წლებში მასწავლებლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1901 წლის 19 მარტიდან გამწესებულ იქნა თბილისის ჯამბაკურ-ორბელიანის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, 1903 წლის 3 მარტს გადაყვანილ იქნა წმიდა ეკატერინეს ეკლესიაში, 1907 წლის 20 სექტემბერს გადაყვანილ იქნა ხარფუხის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, 1916 წლის 8 დეკემბრიდან თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვარია. 1928 წლის 16 თებერვალს აკურთხეს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. 1929 წლიდან დროებით განაგებდა ბოდბის ეპარქიასაც. 1942 წლის 28 ოქტომბერს ეპისკოპოსი იეროთეოზი გარდაიცვალა თბილისში. იგი დაიკრძალა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.