აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ოთარ ანჯაფარიძე (1920-1996)

ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967), რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1998). 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1943-1946 წლებში იყო ბათუმის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი. 1946-იდან მუშაობს მოსკოვის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1963-1965 წლებში სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ბაქტერიული და ვირუსული პრეპარატების წარმოების მთავარი სამმართველოს უფროსია. 1958-1963 და 1965 წლიდან განაგებს მოსკოვის ვირუსული პრეპარატების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელია. სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინებისა და შრატების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უჯრედთა კულტურების საერთაშორისო კომიტეტის წევრი და საერთაშორისო ჟურნალ "Acta virologica"-ს თანარედაქტორი, 1990 წლიდან - "Вопросы вирусологии" -ს მთავარი რედაქტორი. დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვოს სასაფლაოზე.