აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ივანე გომართელი (1875-1938)

ექიმი, კრიტიკოსი, მწერალი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან. დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1899 წელს. 1900-იდან მუშაობდა ექიმად სოფ. ჯიხაიშსა და გორისაში, შემდეგ ქუთაისში. 1901 წლიდან პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სამედიცინო საკითხებზე. იყო "მესამე დასის" წევრი, მენშევიკ-ავტონომისტი, "ალიონელი". თანამშრომლობდა ჟურნალ "მოგზაურთან". 1907 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისში. 1910წ. დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას და საექიმო პრაქტიკას. აღსანიშნავია მისი პიესები: "ქოხში"(1905), "წამხდარი სისხლი"(1905), რომანი-ქრონიკა "სამი დროება"(1931), კრიტიკული წერილები ნ. ბარათაშვილის, რ. ერისთავის, მ. გურულის, დ. კლდიაშვილის და სხვათა შესახებ. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.