აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სოკრატ არშბა (1905-1985)

აფხაზი ქირურგ-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1961), საქართველოს (1961) და აფხაზეთის (1961) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აფხაზეთის სამედიცინო საზოგადოების (1965), თბილისის უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოებისა (1968) და სსრკ უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოების (1972) საპატიო წევრი. იყო საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წევრი და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1930 წელს დაამთავრა თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ არშბა მთელი რიგი წლების განმავლობაში მუშაობდა ქალაქ თბილისის სამკურნალო დაწესებულებებში, 1945 წლიდან კი — სოხუმის მეორე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. 1949 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად. 1964 წლიდან განაგებდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.