აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვასილ ბაბუხადია (1913-1997),

ქირურგ-უროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1978), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1995). 1938 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მეორე მსოფლიო ომის წლებში დივიზიის წამყვანი ქირურგი იყო. 1946-1971 მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიულ კათედრაზე, 1971-1973 იმავე კათედრის პროფესორი იყო, ხოლო 1973-იდან უროლოგიის კათედრის გამგეა. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.