აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მამია კომახიძე (1906-1980)

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი(1948), საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე (1973-1980), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1971) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ა. ნათიშვილთან, გ. მუხაძესთან, ვ. ტონკოვთან, ს. იუდინთან; 1937–1940წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სახალხო კომისარი; 1946–1956წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ანატომიის განყოფილების გამგე; 1960–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე; 1961–1971წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; დაკრძალულია თბილისში,საბურთალოს პანთეონში... მის გვერდით განისვენებს მისი მეუღლე აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი