აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ გედევანიშვილი (1862-1922)

ექიმი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1889 წელს. 1890-1893წწ. იყო ზანგეზურის (აზერბაიჯანი) მაზრის ექიმი. აქ გახსნა აფთიაქი. შეისწავლა და თავის ნაშრომებში აღწერა ეს მხარე. 1893-1895წწ. თიანეთის მაზრის ექიმად ყოფნისას, გარდა საექიმო მოღვაწეობისა ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას. შემდეგ წლებში პარიზში იყო და მუშაობდა ნევროპათოლოგიაში. 1896 წელს თბილისში, საკუთარ ბინაში, მოაწყო საქართველოში პირველი რენტგენო და ელექტროთერაპიული კაბინეტი და სტაციონარი. 1898 წლიდან განაგებდა თბილისში სულით ავადმყოფთა თავშესაფარს. საქართველოში პირველმა აღწერა (1897) აკრომელაგია, პროგრესიული კუნთოვანი დისტროფია და სხვა. ნერვული დაავადებები. აქვეყნებდა სამეცნიერო შრომებს კავკასიის ექიმთა საზოგადოების სამედიცინო კრებულში. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.