აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ეფრემ ზაქარაია (1889-1946)

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1937), პროფესორი (1937). დაამთავრა ნოვოროსიის(ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს. I მსოფლიო ომის დროს ექიმად მსახურობდა მოქმედ არმიაში. 1921 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1932 წელს დაინიშნა თბილისის წითელი ჯვრის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. 1935–1941 წლებში განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრას, 1941–1946 წლებში–ამავე ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრას. იმავდროულად, 1938–1941 იყო წლებში თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლოზე.