აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ბილანიშვილი (1916-1969)

პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (10 იანვარი, 1944). 1937 წელს კომკავშირის საგზურით სწავლობდა ჯერ თბილისის, შემდეგ კიევის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც 1939 წელს დაამთავრა ლეიტენანტის წოდებით. მონაწილეობდა დასავლეთ უკრაინის განთავისუფლებაში, ფინეთთან ომში. ომის დროს მონაწილეობა მიიღო ბელიცეს, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, როსტოვის, კურსკის ბრძოლებში, ჩრდილოეთ კავკასიის დაცვაში და სხვა. დნეპრის გადალახვისას სარდლობის საბრძოლო დავალებათა სანიმუშოდ შესრულებისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ ბილანიშვილი მუშაობდა თბილისში, ოქტომბრისა და ლენინის სახელობის რაიონების სამხედრო კომისრად. დაკრძლულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.