აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვლადიმერ ჯანჯღავა (1907-1982)

სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1953 წ), საბჭოთა კავშირის გმირი (29 მაისი 1945 წ). დაამთავრა ამიერკავკასიის სახელმწიფო სამხედრო სასწავლებელი (1931 წ), გენშტაბის სამხედრო აკადემია (1948 წ). მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940 წწ), ბესარაბიის განთავისუფლებაში (1940 წ). მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის მოქმედ არმიაში იმყოფებოდა. მან თავისი დივიზიით 65-ე არმიის ჯარებს შორის პირველმა გადალახა მდინარეები: ნარვა, ვისლა და ოდერი. ომის შემდგომ წლებში მეთაურობდა მსროლელ კორპუსს. 1954-58 წლებში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს დოსააფის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.