აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით ჯაბიძე (1916-1982)

საბჭოთა კავშირის გმირი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აეროკლუბი. 1938 წელს საბჭოთა არმიაში დაიწყო მსახურობა, ხოლო 1940 წელს — დაამთავრა სტალინგრადის სამხედრო საავიაციო სასწავლებელი. 1941 წლის ივლისიდან მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1941 წლის 23 ივლისს მან თავისი თვითმფრინავით პირდაპირ მიიტანა იერეიში ბომბდამშენ Ju.88-ზე. 1946 წლის 15 მაისს, სსრკ-ს წინაშე დამსახურებების გამო დ. ჯაბიძეს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 1947 წლის ივლისამდე იგი მსახურობდა სამხედრო საჰაერო ძალელბში. 1955 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი და ასპირანტურა. სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობდა უნივერსიტეტში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.