აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე გურგენიძე (1916-1975)

საბჭოთა კავშირის გმირი. საბჭოთა ბალტიის ფლოტის 9-ე მოიერიშე ავიადივიზიის 7-ე ბომბდამშენ-მოიერიშე ავიაპოლკის ესკადრილიის მეთაური, კაპიტანი (თადარიგში გავიდა მაიორის წოდებით). 1944 წლის ნოემბრისათვის შეასრულა 91 საბრძოლო გაფრენა, პირადად და ჯგუფის შემადგენლობაში დააზიანა და ჩაძირა: 11 ტრანსპორტი, 4 სადარაჯო ხომალდი, 4 ტრალერი, 8 სწრაფმავალი სადესანტო ბარჟა, სატორპედო კატარღების 2 მცურავი ბაზა და 1 საესკადრო ნაღმოსანი. საჰაერო ბრძოლებში მისმა ეკიპაჟმა ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 2 გამანადგურებელი. გმირის წოდება მიენიჭა 06.03.1945 წ (მედალი № 5877). დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.