აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით ტვილდიანი (1930-2010)

ექიმი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1958–1961 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1963 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1961–1969 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1969–1973 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო, 1973–1975 წლებში პედიატრიული ფაკულტეტებისა და საფაკულტეტო თერაპიის კათედრის პროფესორი; 1975–1989 წლებში პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე; 1989–2000 წლებში სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე; 1972–1975 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; 1989–1995 წლებში პრორექტორი სასწავლო დარგში. არის 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის — 3 გამოგონების, 12 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოების. დაკრძალულია თბილისში, საბურტალოს კომერციულ სასაფლაოზე.